история открыток
Friday, June 26, 2020
Sunday, March 16, 2014
დღე მეცხრე
ტრენინგის ბოლო დღე.სამწუხაროა დასრულდა ტრენინგი.მეტად საჭირო და საიტერესო მასალა შეგვასწავლა ჩვენმა გიორგი მასწავლებელმა.დიდი მადლობა მას ამისათვის.ჩვენ კი ყველას წარმატებები,რომელიც ასე გვჭირდება ახლა როგორც არასდროს.
ღმერთი იყოს ყველას შემწე.
ღმერთი იყოს ყველას შემწე.
დღე მესამე
საინტერესოდ დაიწყო მესამე დღეც.გავაკეთეთ მეორე დღის რეფლექსია.წავიკითხეთ სახელმძღვანელოში მოდული №2 .გადავხედეთ 21-ე საუკუნის ზედა სააზროვნო უნარებს. მეორე მოდულის მეორე აქტივობაში გავეცანით საკვანძო სიტკვებს,რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ პროექტზე მუშაობისას.გავეცანით
ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსს.
ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსს.
Saturday, March 15, 2014
დღე მერვე 15.03.2014
მერვე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. მეცადინეობა დაიწყო დამსწრეთა აღრიცხვით, შემდეგ შევქმენით ჩვენი საქაღალდე და პორტფოლიო. ამ დღემდე შექმნილი ყველა ნაშრომი მოვათავსეთ პორტფოლიოში, პორტფოლიო განვათავსეთ დრაივზე, შევისწავლეთ დრაივზე პორტფოლიოს გაზიარება, შევისწავლეთ ბლოგზე ნაშრომის განთავსება და მისი გაზიარება სხვებისათვის. სამწუხაროა, მაგრამ ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დიდი მოლოდინით ველოდები ხვალინდელ დღეს და სერტიფიკატის მიღებას.
ყველას გისურვებთ წარმატებას
პატივიოსცემით
მაია ნახუცრიშვილი
ყველას გისურვებთ წარმატებას
პატივიოსცემით
მაია ნახუცრიშვილი
Tuesday, March 11, 2014
დღე მეშვიდე 9.03.2014
მეცადინეობის მეშვიდე დღეს დიდი სიხარულით ველოდი,რადგან უკვე კარგად გავიაზრე რას ითხოვდა გიორგი მასწავლებელი ამ ტრენინგებით ჩვენგან.დღე დაიწყო ტრენინგის მონაწილეთა აღრიცხვით ,შემდეგ გავაკეთეთ წინა გაკვეთილის რეფლექსია.ამის მერე გადავედით ძირითად ნაწილზე,განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის პირველი აქტივობა-შეფასების სტრატეგიები.განვიხილეთ აგრეთვე აქტივობა მეორე და ნაბიჯი მესამე--შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმი.ვისწავლეთ ვორდში ცხრილების შედგენა.ბოლოს მივიღეთ დავალება და დავემშვიდობეთ ტრენერს.
Thursday, March 6, 2014
დღე მეექვსე 5.03.2014
მეექვსე დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.ამ დღეს ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად ვისწავლეთ ინტერნეტში მასალის მოძიება და მისი ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნაზე.განვიხილეთ ჩვენი პროექტის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ვარიანტები.ერთი სიტყვით ,მე აქტიურად ჩავერთე გაკვეთილში.
Saturday, March 1, 2014
დღე მეხუთე 1.03.2014
მეხუთე დღე ჩემთვის მეტად საინტერესო იყო. დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. შემდეგ სახელმძღვანელოშო განვიხილეთ მოდული 3-ის აქტივობა №2.გიორგი მასწავლებელმა გაგვაცნო თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია ისე რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.
Subscribe to:
Posts (Atom)